суббота, 14 июля 2018 г.

მე-9 დღე

ამ ტრენინგზე დარეგისტრირებისას რამდენიმე სასწავლო და სოციალური პროექტი მქონდა განხორციელებული  და ვფიქრობდი უფრო გამეღრმავებინა ცოდნა პროექტებით სწავლების საკითხებში.
  ტრენინგის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ და  გამოცდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . მართლაც  ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ტრენინგია. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ და უფრო ნაყოფიერ და საინტერესო პროექტებს განვახორციელებ,რაც ჩემს მოსწავლეებს უფრო დაანტერესებს და ხელს შეუწყობს მათს 21-ე საუკუნის მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბებას.
   მადლობა ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ მარიკას, ტრენინგის ფარგლებში გამოვლენილი პროფესიული თუ პიროვნული  დადებითი  თვისებების გამო.
 ასევე ,მადლობა მასწავლებლის სახლს აღნიშნული აქტივობისთვის.😃

четверг, 12 июля 2018 г.

მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის დღიურების შექმნაზე, მოსწავლეთა დასაჯგუფებელ აქტივობებზე,დავასრულეთ გაზომვის პრეზენტაციის შაბლონი,განვიხილეთ პროექტის სასწავლო პროცედურების თანმიმდევრობა. დღე კვლავ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 8 июля 2018 г.

მე-7 დღე

დავწყვილდით და ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის ნამუშევარი და შეფასების რუბრიკები .
  ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულირებაზე, მოსწავლეთა დიფერენცირებაზე და მათზე მორგებულ აქტივობებზე და მოვახდინეთ ჩვენი გეგმის კორექტირება.
დღე კვლავ ნაყოფიერია.👍💕

суббота, 7 июля 2018 г.

მე-6 დღე

დღევანდელი დღეც ნაყოფიერია.
 აღვიდგინე განაცდური საკითხები, გავაკეთე შეფასების რუბრიკა ,დავასრულეთ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი .

четверг, 5 июля 2018 г.

მე-5 დღე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.მოვირგეთ მოსწავლის როლი .
 კმაყოფილი ვარ!💕



მე-9 დღე

ამ ტრენინგზე დარეგისტრირებისას რამდენიმე სასწავლო და სოციალური პროექტი მქონდა განხორციელებული  და ვფიქრობდი უფრო გამეღრმავებინა ცოდნა პროექ...